ჩვენს შესახებ - AHF საქართველო გთავაზობთ აივ-ტესტირების სერვისს თბილისში

Свяжитесь с нами по Вайберу

* Без раскрытия личной информацию

    AHF საქართველოს (შიდსის ჯანდაცვის ფონდის) შესახებ

    Our Staff

    აივ-ინფექცია საქართველოში

    AHF საქართველოს (შიდსის ჯანდაცვის ფონდის) შესახებ

    AHF საქართველოს

    შიდსის ჯანდაცვის ფონდის (AHF) წარმომადგენლობა საქართველოში 2018 წელს გაიხსნა. 2018 წლის ივლისში ფონდსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს (NCDC) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებდა შიდსის INSTI 15 024 ერთეული სწრაფი ტესტისა და 100 800 ერთეული კონდომის გადაცემას. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში ტესტირების პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომა“ და სათემო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობა“. აღნიშნული ორგანიზაციების მიერ ხდებოდა მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება შიდსის პრევენციის საკითხებზე, სწრაფი ტესტირება და კონდომების დარიგება. 2020 წელს, ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პარტნიორობა აქტიურად გრძელდება, მათ შორის აივ ტესტირება პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში.

    AHF-ის მიერ მხარდაჭერილმა საქმიანობამ შექმნა ბაზისი სახელმწიფოს მიერ დანერგილი სერვისების შექმნისთვის პირველად ჯანდაცვის რგოლში, როგორიც არის აივ-ს, C-ჰეპატიტის (HCV) და ტუბერკულოზის (TB) ინტეგრირებული ტესტირება.

    The AHF Georgia team celebrating World AIDS Day

    აივ/შიდსის შემთხვევების რეგისტრირებული რაოდენობა არ ასახავს საქართველოში ინფიცირების ფაქტობრივ გავრცელებას. კვლევების შედეგად აივ/შიდსით დაავადებულთა სავარაუდო რაოდენობა 10 500 შეადგენს. მათგან, 35%-მა არ იცის თავისი აივ-დადებითი სტატუსის შესახებ.

    2020 წლის 1 ოქრომბრისს მონაცემებით აივ/შიდსით ინფიცირებულთა სულ 8520 შემთხვევაა რეგისტრირებული შიდსის ცენტრში (მათ შორის 1,766 გარდაცვლილია). 2020 წელს – რეგისტრირებულია 418 ახალი შემთხვევა, ART-ზე (ანტირეტროვირუსულ თერაპიაზე) – 5297 პაციენტი (რეგისტრირებულთა 6,754 კლიენტიდან – 78%).

    აივ-ეპიდემიის კონტროლის ხელშემშლელი ფაქტორები მოიცავს მწვავე სტიგმას და უარყოფით დამოკიდებულებას მაღალი რისკის ქცევის მქონე ჯგუფების მიმართ. შემზღუდველი ნარკოპოლიტიკა და ზიანის შემცირების ღონისძიებების სამართლებრივი ბაზის არარსებობა, აივ-ინფექციის პრევენციული პროგრამების შეუფერხებლად განხორციელების ერთ-ერთი ბარიერია.

    საერთაშორისო დონორების მხარდაჭერის პარალელურად საქართველოს მთავრობა, ასევე, ეტაპობრივად ზრდის თანხებს სიცოცხლის გადასარჩენად განკუთვნილი ანტირეტროვირუსული (ARV) მკურნალობისთვის. ამჟამად, ანტირეტროვირუსული მკურნალობის 75% მხარდაჭერილია მთავრობის მიერ, ხოლო 25% – გლობალური ფონდის მიერ. 2019 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ დაიწყო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ინტეგრირებული სკრინინგი აივ-ზე (HIV), C-ჰეპატიტზე (HCV) და ტუბერკულოზზე (TB). პროგრამა ითვალისწინებს აივ-ს, C-ჰეპატიტის (HCV) და ტუბერკულოზის (TB) ადრეული გამოვლენის გაუმჯობესებას და მკურნალობის სერვისებთან დაკავშირებას, პაციენტებისთვის ე.წ. „ერთი სერვისის“ შექმნას, რომელიც პირველადი ჯანდაცვის განუყოფელი ნაწილია.

    მაღალის რისკის ქცევის მქონე ჯგუფებისთვის აივ-პრევენციული ღონისძიებები ნაწილობრივ მხარდაჭერილია მთავრობის მიერ. ამასთავე, მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებების უწყვეტობა, რადგან ბოლო დროს ჩატარებული ქცევაზე ზედამხედველობის ბიომარკერული კვლევების შედეგების მიხედვით მაღალის რისკის ქცევის მქონე ჯგუფებში და, განსაკუთრებით, მამაკაცებში, რომლებსაც აქვთ სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან, არის აივ-ის მაღალი გავრცელება.