AHF საქართველო, თბილისი - უფასო სწრაფი აივ-ტესტები. შედეგები კონფიდენციალურია.

Інформація для українських біженців

AHF-საქართველო ნებისმიერ მსურველს აწვდის უფასო, სწრაფ ტესტირებას, კონდომებს აივ ინფექციის პრევენციისთვის, რეპროდუქციულ განათლებას და ებრძვის აივ ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ სტიგმას. ჩვენთან ყველა სახის მომსახურება ანონიმური და კონფიდენციალურია და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების მიღება.

ჩაიტარე ტესტი აქ

შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალი
(AHF-საქართველო)

სგგი სერვისები

AHF საქართველოს ტესტირების ცენტრი გთავაზობთ უფასო ტესტირებას, გარდა აივ ინფექციისა, ასევე, სხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე, როგორიცაა: B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი, სიფილისი. ტესტირებისთვის, შეგიძლიათ, შემოგვიაროთ სამუშაო საათებში. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

ორშაბათი-პარასკევი
15:00 -დან 19:00 საათამდე

მარი ბროსეს ქ. 2, 0108 თბილისი, საქართველო (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის უკან)

რუკა


ფაქტები აივ-ს შესახებ

ცოდნა ძალაა! გაიგე ძირითადი ფაქტები აივ ინფექციის შესახებ, თუ რა გზებით ვრცელდება ის, როგორ შეიძლება აივ ინფექციისგან თავდაცვა და როგორ შეიძლება აქტიური და პროდუქტიული ცხოვრება აივ-პოზიტიურ სტატუსთან ერთად.

ხშირად დასმული კითხვები აივ ინფექციასთან დაკავშირებით

გაიგე მეტი აივ ტესტირების შესახებ, რომ გახდე თვითდაჯერებული და დაძლიო მერყეობა ან ირაციონალური შიში. ტესტირება უფასოა, ანონიმური და თქვენ გაიგებთ პასუხს 15 წუთში.

ჩვენთან შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებების მიღება:

place holder

  • უფასო და ანონიმური ტესტირება აივ ინფექციაზე;
  • კონსულტირება აივ ინფექციის პრევენციასა და მკურნალობაზე;
  • სგგი სერვისები: B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი და სიფილისი;
  • უფასო ლატექსის კონდომების მიღება და უსაფრთხო სქესობრივ კავშირზე კონსულტირება;
  • კონსულტირება სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობაზე;
  • განათლება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე.

გაქვთ კითხვები აივ -ს შესახებ? - ცხელი ხაზები

გსურთ მეტი ინფორმაციის გაგება აივ ინფექციასა და შიდსზე? გაქვთ კითხვები?
ნერვიულობთ ტესტირებაზე? დახმარება გჭირდებათ ჩვენი დაწესებულების საპოვნელად?

დაგვირეკეთ დღეს დახმარების მისაღებად!