რამდენად სწრაფია აივ-ტესტი? სად შეგიძლიათ მიიღოთ ის? პასუხები იხილეთ აქ.

ხშირად დასმული კითხვები აივ/შიდსზე

ხშირად დასმული კითხვები აივ ინფექცია/შიდსის შესახებ
გაქვთ კითხვები, თუ როგორ მუშაობს ჩვენი აივ-ტესტები?

Rapid HIV testing being given in Tbilisi in mobile HIV testing van

თქვენი აივ სტატუსის ცოდნა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და, ამავდროულად, თქვენი და თქვენი პარტნიორის დასაცავად. უფასო აივ ინფექციის სწრაფი ტესტირება შესაძლებელია AHF საქართველოს ტესტირების ცენტრში.

ტესტირების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებდად ეწვიეთ AHF საქართველოს ტესტირების ცენტრის ვებ-გვერდს. დააჭირეთ ღილაკს ქვემოთ, რომ მიიღოთ ინფორმაცია ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე:

თქვენი აივ სტატუსის ცოდნა საუკეთესო გზაა თქვენი და თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობის დასაცავად. თუ აივ დადებითი ხართ, ადრეული დიაგნოზი გიქმნით ჯანმრთელი, ხანგრძლივი ცხოვრების შესაძლებლობას. ბევრმა აივ-ინფიცირებულმა არ იცის თავისი სტატუსი და შეიძლება გაუცნობიერებლად დააინფიციროს სხვები. თუ სქესობრივად აქტიური ხართ, ჩაიტარეთ ტესტირება.

ჩვენს დაწესებულებაში ტესტირება უფასოა! ეს სწრაფი, მარტივი პროცესია მეგობრულ გარემოში.

ჩვენს დაწესებულებაში ტესტირება აივ ინფექციაზე უფასოა.

კონსულტირების გარეშე ტესტის პასუხს 15 წუთში გაიგებთ.

ჩვენს დაწესებულებაში აივ0ტესტის გაკეთებისთვის საჭიროა სისხლის მცირე წვეთი.

ჩვენი დაწესებულების დატოვებამდე, თქვენ გეცოდინებათ პასუხი.

აივ-ტესტირებას აკეთებს გამოცდილი აივ კონსულტანტი-ტესტერი.

ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ მინიმალურ ინფორმაციას, რაც გვეხმარება თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების შესაფასებლად, რათა დაგვეხმაროთ ხარისხობრივ მომსახურებაში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პროცესი იყოს მარტივი.

თუ თქვენ მიიღებთ აივ დადებითი ტესტის შედეგს, ჩვენი კონსულტანტები გაგიწევენ დახმარებას სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომ ტესტირებასა და მკურნალობის ხელმისაწვდომობაზე. აივ არ არის სრულად განკურნებადი, მაგრამ ის ქრონიკულად მართვადია და მკურნალობა ძალზე ეფექტურია.

ზრუნვა აივ ინფიცირებულებზე ჩვენი მისიაა! თუ დაგიდასტურდათ აივ ინფექცია, ჩვენ დაგეხმარებით აივ ინფექციის დიაგნოზის დადასტურების და შესაბამისი მკურნალობის დაწყების ყველა ეტაპზე.




Ready to schedule a free test? Click to chat on Viber!

* Do not include sensitive information