ძირითადი ინფორმაცია აივ ინფექციის შესახებგაიგეთ ძირითადი ინფორმაცია აივ ინფექციისა და შიდსის შესახებ
ღელავთ აივ ინფექციის სიმპტომების შესახებ? ან თუ როგორ ხდება პიროვნების ინფიცირება? სამედიცინო კონსულტირებასთან დაკავშირებული შიში უცხო არ არის. მოამზადე საკუთარი თავი ტესტირებისთვის, აივ ინფექციასა და ტესტირებაზე საჭირო ინფორმაციის მიღებით. ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ საკითხებს და გაიგეთ მეტი.
აივ ინფექციის გადაცემა არ ხდება სხეულის შემდეგი სითხეებით, ესენია:
როცა სქესობრივი კავშირი გაქვთ პიროვნებასთან, რომელიც აივ-პოზიტიურია (ანუ აქვს აივ ინფექცია), ვირუსს შეუძლია თქვენს ორგანიზმში შეაღწიოს თქვენი ვაგინის, ანალური ხვრელის, პენისის ან იშვიათად პირის ღრუს ლორწოვანი გარსებიდან მიკრო-ნახეთქების საშუალებით. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მიერ გამოწვეული წყლულები და შანკრები, მარტივი სამიზნეა აივ ინფექციისთვის.
თუ ხართ ნარკოტიკის ინექციური გზით მომხმარებელი, აივ-ის გადაცემა შესაძლებელია, როდესაც აივ ინფიცირებულის სისხლი შეხებაშია თქვენს სისხლთან საზიარო ნემსის ან ჭურჭლის გამოყენებისას. აივ-ის გადაცემა ხდება დედიდან შვილზე ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს. იშვიათ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირებაც ხდება, თუ მათ უშუალო შეხება აქვთ ინფიცირებულის სხეულის სითხეებთან. ეფექტური სკრინინგის წყალობით სისხლის გადასხმით ან ორგანოს ტრანსპლანტაციის მეშვეობით აივ ინფექციის გადაცემა თითქმის ნულამდეა დაყვანილი.
აივ ინფექციის გადაცემა არ ხდება სხეულის შემდეგი სითხეებით, ესენია:
დღესდღეობით არ არსებობს ვაქცინა ან მკურნალობა აივ ინფექციის წინააღმდეგ. მაგრამ მისი მართვა და პრევენცია შესაძლებელია.
აქ შეგიძლიათ, ნახოთ, როგორ შეიძლება შეამციროთ აივ ინფექციით ინფიცირების რისკები:
გამოიყენეთ კონდომები: თუ თქვენ სქესობრივად აქტიური ხართ, ყოველთვის გამოიყენეთ კონდომი ვაგინალური, ორალური, ანალური პენეტრაციული სქესობრივი კავშირის დროს. კონდომების გამოყენება ძალიან ეფექტური პრევენციული საშუალებაა აივ-ისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავდასაცავად.
გამოიყენეთ სტერილური შპრიცები: თუ თქვენ მოიხმართ ნარკოტიკებს, გამოიყენეთ ახალი, ერთჯერადი სტერილური შპრიცები.
განიხილეთ სქესობრივი ისტორია პარტნიორთან: თქვენი პარტნიორების სქესობრივი ისტორიის, აივ სტატუსის ცოდნა მოგცემთ შესაძლებლობას, რომ მიიღოთ შესაბამისი ზომები პრევენციისთვის. დაახლოებით ინფიცირებულთა 35% პროცენტმა არ იცის თავისი სტატუსი. ჩაიტარეთ ტესტირება ერთად!
გქონდეთ ფხიზელი სექსი: თუ თქვენ იღებთ ალკოჰოლს ან მოიხმართ ნარკოტიკებს, იმის შანსი, რომ დაცული სქესობრივი კავშირი გექნებათ და გამოიყენებთ პრეზერვატივებს, დაბალია.
გაიკეთეთ ტესტირება სხვა სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) ქონა – როგორიცაა გონორეა, ქლამიდია ან სიფილისი – აივ ინფექციით ინფიცირების რისკს ზრდის. ბევრ სგგი-ს არ აქვს აშკარა, გამოხატული სიმპტომები.
თავი შეიკავეთ ან ნაკლები პარტნიორი იყოლიეთ: ნაკლები სექსუალური პარტნიორის ყოლა აივ ინფექციითა და სხვა სგგი-თ ინფიცირების რისკს შეამცირებს.
სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს ინფექციის სტადიიდან გამომდინარე. ბევრი თავს ცუდად არც გრძნობს რამდენიმე წლის განმავლობაშიც კი.
ბევრ აივ-ინფიცირებულ ადამიანს არ აქვს სიმპტომები ინფექციის ბოლო სტადიამდე. ფაქტობრივად, ვირუსს შეუძლია, იცხოვროს თქვენს ორგანიზმში 10 ან მეტი წელი აშკარა სიმპტომების გამოვლენის გარეშე. უკიდურესი დაღლილობა, დიარეა, გულისრევა, პირღებინება, ცხელება და წონის კლება შეიძლება განვითარდეს გვიან ეტაპზე, როდესაც დაავადება გადადის შიდსის სტადიაში. ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად გამოწვეულია ოპორტუნისტული ინფექციებით, რადგან დასუსტებული იმუნური სისტემა ვეღარ უმკლავდება მათ.
ინფიცირების პირველი ორი კვირიდან 30 დღის შემდეგ – როცა ვირუსის დიდი რაოდენობაა ორგანიზმში და ყველაზე მოწყვლადია (შეუძლია ინფექციის გადაცემა) – ზოგმა შეიძლება გამოსცადოს გრიპის მსგავსი სიმპტომები. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ყველას არ აქვს მსგავი სიმპტომები.
თუ გაინტერესებთ თქვენი აივ-სტატუსი, შეგიძლიათ, ჩაიტაროთ ტესტირება აივ ინფექციაზე ჩვენთან. ნებისმიერი შედეგი კონფიდენციალურია.
მიუხედავად იმისა, რომ აივი სერიოზული დაავადებაა, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ მისი მართვა შესაძლებელია. ბევრი აივ-ინფიცირებული ადამიანი განაგრძობს ხანგრძლივ, ჯანმრთელ და პროდუქტიულ ცხოვრებას. აივ ინფექცია უკვე აღარ არის „სიკვდილის განაჩენი“. 1995 წლის შემდეგ აქტიურად გამოიყენება ანტირეტროვირუსული მედიკამენტები ინფექციის დათრგუნვისთვის. რეალურად, არვ-მკურნალობა იმდენად ეფექტურია, რომ იმ პიროვნების, რომელიც იღებს ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს რეგულარულად, აივ-სტატუსის განსაზღვრა შეუძლებელიც კი ხდება. თუ თქვენ აივ-პოზიტიური ხართ, არსებობს იმედი და დახმარება. ინფიცირების პირველი ორი კვირიდან 30 დღის შემდეგ, როცა ვირუსის დიდი რაოდენობაა ორგანიზმში და ყველაზე გადამდებია, ზოგმა შეიძლება გამოსცადოს გრიპის მსგავსი სიმპტომები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველას არ აქვს მსგავი სიმპტომები.
თუ თქვენ გაქვთ აივ ინფექცია, თქვენ შეგიძლიათ, მიიღოთ საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება. აივ ინფექციის მკურნალობა საქართველოში უფასოა და მიმდინარეობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებებში.
როდესაც აივ ინფექციასთან ერთად ცხოვრობთ, შეგიძლიათ ჯანმრთელი ბავშვი გააჩინოთ. ორსულობის დროს დიაგნოზის დასმისას მკურნალობა უნდა დაიწყოთ, რაც შეიძლება მალე. როდესაც უკვე მკურნალობთ, არ უნდა შეწყვიტოთ მკურნალობა. პლაცენტა იცავს თქვენს ჯერ არდაბადებულ შვილს აივ ინფექციისგან. მშობიარობა და ძუძუთი კვება ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გადაცემის პოტენციურ საფრთხეს”
წარმოადგენს. ამასთანავე, თუ ვირუსი სუპრესირებულია და არაგანსაზღვრადი, ინფიცირების შანსი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
თუ თქვენი ვირუსული დატვირთვა არაგანსაზღვრადია, მშობიარობა შეგიძლიათ ვაგინალურად ანუ ფიზიოლოგიურად. როდესაც დაორსულების დროს თქვენი ვირუსული დატვირთვა არ არის გამოვლენილი (ჯერჯერობით), მკურნალი ექიმი თქვენ, ალბათ, გირჩევთ საკეისრო კვეთას. მშობიარობის შემდეგ თქვენი ჩვილი აივ-ინფიცირების პრევენციისთვის მიიღებს PEP- ს (ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა) 4 კვირის განმავლობაში და ტესტი ჩაუტარდება აივ ინფექციაზე. მნიშვნელოვანია, რომ პროცესის თითოეული ნაბიჯი ზედმიწევნით განიხილოთ თქვენს ექიმთან.