თბილისის უფასო, სწრაფი აივ-ტესტირების ადგილი

AHF Checkpoint - Tbilisi

მოგესალმებით შიდსის ჯანდაცვის ფონდის საქართველოს ფილიალის (AHF-საქართველოს) ვებ-გვერდზე!

ჩვენი ტესტირების ცენტრი მდებარეობს თბილისში და გთავაზობთ უფასო, ანონიმურ ტესტირებას აივ ინფექციაზე. თქვენ შეგიძლიათ, გვესტუმროთ უფასო, სწრაფი ტესტირებისა და კონდომების მისაღებად. თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ სგგდ სერვისები და რჩევები აივ პრევენციისა და მკურნალობის შესახებ.

ჩვენი ცენტრი მზად არის, მიიღოს ნებისმიერი მსურველი! დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ, რომ დაგეგმოთ შეხვედრა და მიიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია ჩვენი სერვისების შესახებ. ასევე, ვიზიტის დაჯავშნის გარეშეც შეგიძლიათ მოსვლა ტესტირებისთვის.

სამუშაო საათები

ორშაბათი- პარასკევი

15:00-დან 19:00-მდე

მისამართი

მარი ბროსეს ქ. 2, 0108 თბილისი, საქართველო (თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის უკან)

რუკა

საკონტაქტო ინფორმაცია

AHF-საქართველოს ტესტირების ცენტრი გაიხსნა 2020 წლის ივლისს და აწვდის მოსახლეობას უფასო, სწრაფ აივ-ტესტირებას. AHF-ის საქმიანობა საქართველოში დაიწყო 2018 წლიდან AHF-სა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.

AHF-საქართველოს

AHF-საქართველოს ტესტირების ცენტრი მდებარეობს თბილისში, სადაც თქვენ შეგიძლიათ, ჩაიტაროთ ტესტი აივ ინფექციაზე და დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიიღოთ ყველა სახის დახმარება, რაც დაგჭირებათ, რომ სწრაფად დაიწყოთ აივ ინფექციასა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებზე მკურნალობა. ჩვენთან ყველა მომსახურება უფასოა!

ჩვენთან შეგიძლიათ უფასოდ შემდეგი სერვისების მიღება:

სწრაფი, მარტივი ტესტირება აივ-ზე, კონსულტირება პრევენციის საკითხებზე, სოციალური მხარდაჭერა, კონდომები, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვაზე მხარდაჭერა.